მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჰადას მეიცადი ქართველების შესაძლო ტყვეობაზე: როგორც კი ინფორმაცია იქნება, ყველა ქვეყანას მივაწვდით მათ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც ტყვედ არიან აყვანილი ღაზას სექტორში

news image
mbc image

„რკინის გუმბათი“ იყო ეფექტური, ვინაიდან ფაქტობრივად, 4 ათასი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც ისრაელის მთავარი ქალაქების მისამართით გაისროლეს, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა  განაცხადა.

მისი თქმით, „რკინის გუმბათი“ არის ერთ-ერთი უძლიერესი და სოლიდური თავდაცვის სისტემა.

„ძალიან ბევრი კითხვა იბადება ზოგადად, სიტუაციასთან დაკავშირებით. ისრაელი დემოკრატიული ქვეყანა გახლავთ. ძალიან ბევრი კითხვა ისმის და დადგება დრო ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ამჟამად ჩვენ უსაფრთხოების ძალებთან ერთად ვიბრძვით, რათა დავიცვათ ისრაელის საზღვრები“, - აღნიშნა ისრაელის ელჩმა.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, აქვს თუ არა ელჩს რაიმე სახის ინფორმაცია ტერორისტების მიერ ისრაელში, ეთნიკურად ქართველების გატაცების შესახებ.

„მე ვეყრდნობი ინფორმაციას, რომელიც თქვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. ჯერჯერობით სახელებისა და გვარების დამუშავება მიმდინარეობს. სამინისტრო საელჩოსთან კონტაქტზეა. როგორც კი ინფორმაცია ამის შესახებ იქნება, ყველა ქვეყანას მივაწვდით მათ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც ტყვედ არიან აყვანილი ღაზას სექტორში. 

კიდევ ერთხელ, მინდა გამოვხატო ძალიან დიდი მადლობა იმ მაღალი დონის დახმარებისთვის, რომელსაც საქართველოდან ვიღებთ. ზოგადად, რომ ვთქვათ, ჩვენ ვიმყოფებით ომში ტერორიზმის წინააღმდეგ. მე მახსოვს თქვენი შენიშვნა, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო ისრაელის გვერდით დგას და საქართველოც მისი წევრია. ჩვენი მოლოდინია, რომ თქვენ გააგრძელებთ ჩვენს გვერდით დგომას, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დავაბრუნოთ ყველა ადამიანი, ვინც ღაზას სექტორშია გატაცებული. უზრუნველვყოთ, რომ ასეთი ბრუტალური ტერორისტული აქტი არასდროს განმეორდეს“, - განაცხადა ჰადას მეიცადმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა