მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184.1
-0.0053
flag
AZN 1.5528
-0.0004
flag
CNY 38.849
-0.0009
flag
EUR 3.0167
0.002
flag
GBP 3.5324
0.0102
flag
KZT 56.25
0.0042
flag
TRY 0.0563
-0.0001
flag
USD 2.6393
-0.001
news banner

ჰამბურგში გამართულ ბუნებრივი ღვინოების ფესტივალში საქართველოდან შვიდი საოჯახო მარანი მონაწილეობდა

news image
mbc image

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის ქალაქ ჰამბურგში გამართულ ბუნებრივი ღვინოების ფესტივალში ,,GLUCK GLUCK Naturweinfest“ შვიდი საოჯახო მარანი მონაწილეობდა.

ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ქართული ღვინის მწარმოებელმა მარნებმა: “გონჯების ღვინო”, „ზურაბ ღვალაძის ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ილტოს ველი“, „მეღვინეობა თილისმა“, „Blui`s Wine“, „ბაიას ღვინო“ და „ჩვენი ღვინო“.

,,GLUCK GLUCK Naturweinfest“ ბუნებრივი ღვინის ფესტივალია, რომელიც ევროპის ქვეყნების მეღვინეებსა და ღვინის მოყვარულებს აერთიანებს. 2026 წლის ფესტივალში 50-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა საქართველოდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან, სლოვენიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი აქტივობებისა და ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობაა. ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სააგენტო მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image Samsung Group-ი სამხრეთ კორეაში $90 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

07.07.2026.18:00

Samsung Group-მა წარადგინა სამხრეთ კორეის ცენტრალურ პროვინციაში დაახლოებით 90 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის დეტალური გეგმა, რომელიც მოიცავს დისპლეის პანელების, ბატარეების, ნახევარგამტარების (ჩიპების) და ჩიპებისთვის საჭირო მასალების წარმოებას.

აღნიშნული ინვესტიციები წარმოადგენს Samsung Group-ის უფრო ფართო საინვესტიციო სტრატეგიის ნაწილს, რომელიც კომპანიამ ორშაბათს წარადგინა. დამატებითი დეტალები ხუთშაბათს გახდება ცნობილი.

ამასთან, Samsung Electro-Mechanics ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებითაც გეგმავს ინვესტირებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა