Heineken-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა კომპანიის შედეგების გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა, მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვარტლის გაყიდვებმა პროგნოზს გადააჭარბა
ნიდერლანდური ლუდის მწარმოებელი კომპანიის, Heineken-ის გენერალური დირექტორის, რაფაელ ოლივეირას განცხადებით, სტაბილური ზრდის უზრუნველსაყოფად კომპანიას მეტი ანგარიშვალდებულება და შედეგებზე ორიენტირებული უფრო ძლიერი კორპორაციული კულტურა სჭირდება. ამის შესახებ მან ოთხშაბათს, მიმდინარე თვეში კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების შემდეგ გაკეთებულ პირველ განცხადებაში აღნიშნა.
კომპანიამ მესამე კვარტალში როგორც შემოსავლების, ისე გაყიდვების მოცულობის 4%-ზე მეტი ზრდა დააფიქსირა, რითაც ანალიტიკოსების პროგნოზებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. აღნიშნული შედეგები ძირითადად აზიის ბაზრებზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.
თუმცა, გენერალური დირექტორის განცხადებით კომპანია ყოველთვის ვერ ახერხებდა ზრდის შესაძლებლობების სრულად გამოყენებასა და მომხმარებლების მოზიდვას მაშინ, როდესაც ამის პოტენციალი არსებობდა.
Heineken-ის ახალ გენერალურ დირექტორზე ინვესტორების მხრიდან ზეწოლა იზრდება, რადგან ისინი გაყიდვების ზრდის დაჩქარებას, საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და ინვესტიციებზე უკუგების ზრდას ელიან.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.