ჰორმუზის სრუტიდან დამატებითი ნავთობტანკერების გასვლამ გლობალური მიწოდება გაზარდა - დეტალები
სამი შეფერხებული ნავთობტანკერი, რომლებიც საერთო ჯამში 5 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს ატარებენ, ოთხშაბათს ჰორმუზის სრუტეს ტოვებდნენ, მათგან ორი კი აზიის მიმართულებით მიემართებოდა. გადაზიდვების მონაცემების თანახმად, ირანსა და აშშ-ს შორის მიღწეულმა დროებითმა შეთანხმებამ სპარსეთის ყურეში შეფერხებული ნავთობის მიწოდების აღდგენა შესაძლებელი გახადა, რამაც მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირებას შეუწყო ხელი.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.