HSBC-მა 2026-2027 წლების ოქროს ფასის პროგნოზი შეამცირა - მიზეზები
HSBC-მ ხუთშაბათს 2026 და 2027 წლებისთვის ოქროს საშუალო ფასის პროგნოზები შეამცირა. ბანკმა გადაწყვეტილების მიზეზად აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის მოლოდინების გამკაცრება და დოლარის გამყარება დაასახელა.
ბანკმა 2026 წლის ოქროს საშუალო ფასის პროგნოზი უნციაზე 4,864 დოლარიდან 4,560 დოლარამდე შეამცირა, ხოლო 2027 წლის პროგნოზი 5,000 დოლარიდან 4,925 დოლარამდე.
HSBC-ის შეფასებით, 2026 წლის დარჩენილ პერიოდში ოქროს ფასი შესაძლოა 3,800-დან 4,700 დოლარამდე მერყეობდეს უნციაზე, ხოლო წლის ბოლოსთვის ბანკი ელოდება, რომ ფასი 4,750 დოლარს მიაღწევს.
რაც შეეხება 2027 წლის ბოლოს პროგნოზს, HSBC ოქროს ფასს 5,025 დოლარის დონეზე ვარაუდობს.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.