მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

Huawei მედიცინის სფეროში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მეტი პარტნიორობისთვის ემზადება - კომპანიის ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი

news image
mbc image

Huawei გეგმავს ადგილობრივ ფარმაცევტულ კომპანიებთან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებას და ამ თანამშრომლობის წამლების შემუშავებასა და კლინიკურ პრაქტიკაზე გავრცელებას, განაცხადა კომპანიის მაღალი რანგის აღმასრულებელმა.

ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს Huawei-ის ამბიციას, დაიმკვიდროს ადგილი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით წამლების აღმოჩენის სწრაფად მზარდ ბაზარზე, სადაც ფარმაცევტული კომპანიები ინვესტიციებს ახორციელებენ მოდელირების ინსტრუმენტებსა და ავტომატიზებულ ლაბორატორიებში, რათა შეამცირონ განვითარების ვადები და გაზარდონ ეფექტიანობა.

„რაც უფრო მეტად გავაღრმავებთ სამედიცინო სფეროში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევებს, მით უფრო მეტი თანამშრომლობა და შედეგი გვექნება ფარმაცევტულ კომპანიებთან წამლების წარმოებიდან დაწყებული, კლინიკური ეტაპით გაგრძელებული და საბოლოო დანერგვით დასრულებული“, - განუცხადა Huawei-ის ჯანდაცვის ბიზნესის მიმართულების პრეზიდენტმა უილიამ ჟანგმა Reuters-ს ოთხშაბათს.

მისი თქმით, Huawei-ს უკვე აქვს გარკვეული თანამშრომლობა საავადმყოფოებში კლინიკური პრაქტიკის მიმართულებით და კომპანია დამატებით შესაძლებლობებსაც იკვლევს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

მისივე თქმით, ამჟამად პროექტების უმეტესობა ადგილობრივ ფარმაცევტულ მწარმოებლებთან ხორციელდება

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა, მეორე კვარტალში კი ელექტრომობილებთან დაკავშირებული $3 მილიარდის ხარჯები აღრიცხა

13.11.2026.15:00

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Honda Motor-მა სამშაბათს წლიური მოგების პროგნოზი 20%-ით გაზარდა, რაც აშშ-ის ბაზარზე ჰიბრიდულ ავტომობილებზე მაღალი მოთხოვნითა და იენის გაუფასურებით არის განპირობებული. ამასთან, კომპანიამ ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით დამატებით 3 მილიარდი დოლარის ხარჯები აღრიცხა.

Honda-ს კვარტალური ფინანსური შედეგები, ისევე როგორც გასულ კვირას გამოქვეყნებული Toyota Motor-ის შედეგები, აჩვენებს, რომ იაპონელი ავტომწარმოებლები სულ უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებული აშშ-ის ბაზარზე, სადაც იზრდება მოთხოვნა ჰიბრიდულ ავტომობილებზე და არა ელექტრომობილებზე. ამასთან, აღნიშნულ ბაზარზე მათ ჩინელ კონკურენტებთან კონკურენცია არ უწევთ.

Honda-ს ელექტრომობილების ბიზნესთან დაკავშირებული დამატებითი ჩამოწერა მოჰყვა წინა ფინანსურ წელს აღრიცხულ 9 მილიარდ დოლარზე მეტ ხარჯს, რის შედეგადაც იაპონიის სიდიდით მეორე ავტომწარმოებელმა თითქმის 70 წლის განმავლობაში პირველად დააფიქსირა წლიური ზარალი.

ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებულმა Honda-ს ჯამურმა ხარჯებმა 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც ტრადიციულ ავტომწარმოებლებს შორის ელექტრომობილების მიმართულებით განხორციელებული რესტრუქტურიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური დანაკარგია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა