Hugo Boss-ის მოგება აჭარბებს პროგნოზებს - დეტალები
გერმანულმა მოდის ჯგუფმა Hugo Boss-მა განაცხადა, რომ მისმა კვარტალურმა საოპერაციო მოგებამ ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა, რამაც კომპანიის აქციების ფასი თითქმის 5%-ით გაზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ომმა ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.
კომპანიის პირველი კვარტლის მოგება პროცენტებისა და გადასახადების გამოკლებით 35 მილიონ ევრომდე (41 მილიონი დოლარი) შემცირდა, მაშინ როცა გასული წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 61 მილიონ ევროს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, შედეგი მაინც აღემატებოდა ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს, რომელიც კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით 30 მილიონ ევროს შეადგენდა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.