Hyundai მოგების მარჟის სამიზნე მაჩვენებელს ზრდის და აშშ-ში ჰიბრიდული ავტომობილების ხაზს აფართოებს
Hyundai Motor-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ 2030 წლისთვის მსოფლიოში 100-ზე მეტი ავტომობილის მოდელს გამოუშვებს ან განაახლებს და აშშ-ში ჰიბრიდული ავტომობილების ხაზს გააფართოებს, რადგან სამხრეთკორეული ავტომწარმოებელი საოპერაციო მოგების მარჟის 9%-ზე მეტად გაზრდას ცდილობს.
Hyundai გეგმავს, 2030 წლისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში 58 მოდელი წარადგინოს, რაც კომპანიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ პროდუქტულ გაფართოებად არის შეფასებული. ამ გზით ავტომწარმოებელი ცდილობს, გაზარდოს თავისი წილი იმ სეგმენტებში, სადაც მისი წარმომადგენლობა შეზღუდულია, და გაუმკლავდეს მზარდ კონკურენციას.
Hyundai Motor-ის აქციები 3.3%-ით დაეცა და ფართო ბაზრის 1.3%-იან ზრდას ჩამორჩა, მას შემდეგ, რაც კომპანიამ აქციონერებისთვის წმინდა მოგების მინიმუმ 35%-ის დაბრუნების სამიზნე მაჩვენებელი უცვლელად დატოვა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.