იაპონია მსოფლიოში პირველ ხის თანამგზავრს გაუშვებს
კიოტოს უნივერსიტეტის იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მსოფლიოში პირველი ხის კოსმოსური თანამგზავრი LignoSat.
The Guardian-ის ცნობით, LignoSat დამზადებულია მაგნოლიის ხისგან, რომელმაც აჩვენა საუკეთესო შედეგები სტაბილურობისა და ბზარებისადმი გამძლეობის თვალსაზრისით საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე ჩატარებული ერთწლიანი ტესტების დროს.
შემქმნელების თქმით, ხის ზონდმა ორი პრობლემა უნდა გადაჭრას - რესურსების დაზოგვა და გარემოზე ზემოქმედების შემცირება.
„დედამიწის ატმოსფეროში დაბრუნებისას ყველა თანამგზავრი იწვის და ქმნის ალუმინის ოქსიდის პაწაწინა ნაწილაკებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ცურავს ზედა ატმოსფეროში. ეს საბოლოოდ იმოქმედებს დედამიწის გარემოზე“, - ამბობს იაპონელი ასტრონავტი და კოსმოსური ინჟინერი კიოტოდან ტაკო დოი.
LignoSat ორბიტაზე გაშვებული იქნება 2024 წლის ზაფხულში.
ზონდის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ხის თანამგზავრი დედამიწის მახლობლად სივრცეში მინიმუმ ექვს თვეს გაატარებს.
სხვა სიახლეები
ქალაქ მაიამიში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
25.05.2026.10:35
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ის ქალაქ მაიამში ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია პროექტის „Wines of Georgia on Tour“ გაიმართა.
მოწვეულ ადგილობრივ პროფესიონალებს ქართული ღვინო ამერიკელმა სომელიემ ალეგრა ანჯელომ წარუდგინა.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების 60-მდე ქართული ღვინო. მონაწილეების მხრიდან ქართულმა ღვინომ დიდი ინტერესი და მაღალი შეფასებები დაიმსახურა.
„Wines of Georgia on Tour" (საქართველოს ღვინოები ტურნეზე) ფარგლებში, ანალოგიური ღონისძიება ჩიკაგოშიც ჩატარდა. ქართული ღვინის წარდგენა მსგავს ფორმატში აშშ-ის სხვადასხვა შტატში გაიმართება და მიზნად ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების შექმნას ისახავს.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც მაღალია როგორც ხარისხის მოთხოვნები, ისე კონკურენციის დონე. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა არაერთმა მარკეტინგულმა და სადეგუსტაციო ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდას ამერიკის ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალფასიან სეგმენტს წარმოადგენს, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს შეადგენს.