იაპონიის ბანკმა პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა
იაპონიის ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ბოლო შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა.
ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი -0.1%-ზე შეინარჩუნა და დაადგინა იაპონიის 10-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების სარგებელი ნულთან ახლოს.
ამავდროულად, ცენტრალურმა ბანკმა დაადგინა ათწლიანი სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის რყევების დიაპაზონი, სამიზნე დონესთან, პლიუს და მინუს 0,5 პროცენტული პუნქტით.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.