მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

იაპონიის ცენტრალურ ბანკში საპროცენტო განაკვეთების უფრო სწრაფი ზრდის აუცილებლობაზე იმსჯელეს - სხდომის შეჯამება

news image
mbc image

იაპონიის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელმა ზოგიერთმა წევრმა საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტემპის დაჩქარებისკენ მოუწოდა, რადგან საბაზისო ინფლაციამ ცენტრალური ბანკის 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ ოქტომბრის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების შეჯამებიდან ირკვევა, რაც უახლოეს პერიოდში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობას აძლიერებს.

„ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთის მომდევნო ზრდა ზედმეტი სიფრთხილის გარეშე უნდა განახორციელოს“, - განაცხადა სხდომის ერთ-ერთმა მონაწილემ, რაც დეკემბრის მომდევნო სხდომაზე განაკვეთის შესაძლო ზრდაზე მიანიშნებს.

თუმცა, სამშაბათს გამოქვეყნებული შეჯამების თანახმად, რამდენიმე წევრმა ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავების აუცილებლობაზე მიუთითა, რაც სუსტი სამომხმარებლო აქტივობითა და ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნის მდგრადობასთან დაკავშირებული გაურკვევლობით ახსნა. აღნიშნული პოზიციები ცენტრალური ბანკის წევრებს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას წარმოაჩენს, რომელიც საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდის პროცესში შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

ცენტრალური ბანკის კიდევ ორმა წევრმა მხარი დაუჭირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უახლოეს პერიოდში ეკონომიკისთვის ნეიტრალურ დონემდე გაზრდას.

შეჯამების თანახმად, ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთის ყოველი ზრდის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ფინანსური პირობები უნდა შეაფასოს და შემდგომი გადაწყვეტილებები ამ შეფასების საფუძველზე მიიღოს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image იაპონიის ცენტრალურ ბანკში საპროცენტო განაკვეთების უფრო სწრაფი ზრდის აუცილებლობაზე იმსჯელეს - სხდომის შეჯამება

12.11.2026.17:00

იაპონიის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელმა ზოგიერთმა წევრმა საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტემპის დაჩქარებისკენ მოუწოდა, რადგან საბაზისო ინფლაციამ ცენტრალური ბანკის 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ ოქტომბრის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების შეჯამებიდან ირკვევა, რაც უახლოეს პერიოდში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობას აძლიერებს.

„ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთის მომდევნო ზრდა ზედმეტი სიფრთხილის გარეშე უნდა განახორციელოს“, - განაცხადა სხდომის ერთ-ერთმა მონაწილემ, რაც დეკემბრის მომდევნო სხდომაზე განაკვეთის შესაძლო ზრდაზე მიანიშნებს.

თუმცა, სამშაბათს გამოქვეყნებული შეჯამების თანახმად, რამდენიმე წევრმა ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავების აუცილებლობაზე მიუთითა, რაც სუსტი სამომხმარებლო აქტივობითა და ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნის მდგრადობასთან დაკავშირებული გაურკვევლობით ახსნა. აღნიშნული პოზიციები ცენტრალური ბანკის წევრებს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას წარმოაჩენს, რომელიც საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდის პროცესში შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

ცენტრალური ბანკის კიდევ ორმა წევრმა მხარი დაუჭირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უახლოეს პერიოდში ეკონომიკისთვის ნეიტრალურ დონემდე გაზრდას.

შეჯამების თანახმად, ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთის ყოველი ზრდის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ფინანსური პირობები უნდა შეაფასოს და შემდგომი გადაწყვეტილებები ამ შეფასების საფუძველზე მიიღოს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა