ილია დარჩიაშვილმა, ლონდონის საფონდო ბირჟის აღმასრულებელ დირექტორთან, ჯულია ჰოგეტთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, ლონდონის საფონდო ბირჟის აღმასრულებელ დირექტორთან, ჯულია ჰოგეტთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-გაერთიანებული სამეფოს საინვესტიციო და საფინანსო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ამასთანავე, ელჩმა მასპინძელ მხარეს გაუზიარა საქართველოს მდგრადი ეკონონომიკური განვიარების პარამეტრები და შედეგები.
ასევე, განიხილეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ერთობლივად მოძიების აუცილებლობა. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომის მნიშვნელობას და ამასთან დაკავშირებით ლონდონის საფონდო ბირჟის როლს, როგორც საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში, ისე კერძო სექტორთან თანამშრომლობის მიმართულებით.
სხვა სიახლეები
ტრამპის მარშრუტი TRIPP აზერბაიჯანთან და საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს გაამარტივებს - მირზოიანი
23.10.2026.09:10
სომხეთის ეროვნული ასამბლეა განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ,,ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) ფარგლებში სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირებას ითვალისწინებს.
აღნიშნული განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში TRIPP-ის შეთანხმების პროექტის წარდგენისას გააკეთა.
მირზოიანის განცხადებით, TRIPP საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს გაამარტივებს არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ საქართველოსა და ირანთანაც.
„იმედი მაქვს, თურქეთთან საზღვარიც გაიხსნება და ამის შემდეგ ვიფიქრებთ, როგორ გავუმარტივოთ ცხოვრება მეწარმეებსა და მოქალაქეებს“, - აღნიშნა მან.
მირზოიანმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ სად შეიძლება განთავსდეს TRIPP-ის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ხაზის გარდა.
„შესაძლოა, ნავთობსადენმა სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილზე გაიაროს. მარშრუტი ჯერ განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, TRIPP-ის ზომაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ასეთი განსაზღვრული პარამეტრი არ არსებობს“, - განაცხადა მირზოიანმა.