ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია
ამერიკელი მეწარმე ილონ მასკი, რომლის ქონებაც დაახლოებით 235 მილიარდ დოლარს შეადგენს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ლიდერობს.
Bloomberg Billionaires Index-ის (BBI) მონაცემების თანახმად, მეორე ადგილს კვლავ ამერიკული ონლაინ საცალო ვაჭრობის Amazon-ის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი იკავებს. მისი ქონება 193 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ხოლო ფრანგული ფუფუნების ნივთების მწარმოებლის LVMH (LVMH Moet Hennessy - Louis Vuitton) მფლობელმა ბერნარ არნომ დატოვა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სამეული და მეოთხე ადგილი დაიკავა, მარკ ცუკერბერგის და ორი სხვა ამერიკელის უკან. არნოს ქონება 185 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ცუკერბერგი, რომლის ქონებაც 188 მილიარდად არის შეფასებული, მესამე ადგილზე გადავიდა ერთი დღით ადრე, არნოს და ცუკერბერგის ქონება, შესაბამისად, 184 და 183 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
მეხუთე ადგილზეა Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი (154 მილიარდი დოლარი). ამრიგად, ამერიკელები პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ხუთეულში ოთხ ადგილს იკავებენ, ხოლო ათეულში ცხრა ადგილს.
სხვა სიახლეები
ევროკომისიამ AliExpress-ი ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის €550 მილიონით დააჯარიმა
27.07.2026.08:50
ევროკომისიამ AliExpress-ი 550 მილიონი ევროთი დააჯარიმა ციფრული სერვისების აქტის მოთხოვნების დარღვევისთვის. კერძოდ, პლატფორმამ სათანადოდ ვერ შეასრულა ვალდებულება, შეეფასებინა და შეემცირებინა რისკები, რომლებიც მის ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე სახიფათო ან ყალბი პროდუქტების გაყიდვასთან იყო დაკავშირებული. ევროკომისიამ პლატფორმას შესაბამისი ზომების მიღება დაავალა.
რისკების სათანადო შეფასების ვალდებულების შეუსრულებლობა - AliExpress-მა სათანადოდ არ შეაფასა, ჰყავდა თუ არა საკმარისი რაოდენობის თანამშრომელი პოტენციურად აღნიშნული ტიპის პროდუქტების გადასამოწმებლად, AliExpress-მა არასათანადოდ შეაფასა, თუ როგორ აძლიერებს მისი რეკომენდაციისა და სარეკლამო სისტემები დასახელებული პროდუქტების გავრცელებას, AliExpress-ის რისკების შეფასებას აკლდა რაოდენობრივი მაჩვენებლები.
მოთხოვნების შესაბამისად, AliExpress-ს ახლა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე აქვს ვადა, რათა ევროკომისიას წარუდგინოს სამოქმედო გეგმა.