ილონ მასკი მზადაა, სახელის შეცვლის სანაცვლოდ Wikipedia-ს $1 მილიარდი გადაუხადოს
ამერიკელმა ბიზნესმენმა, სოციალური ქსელის X-ის (ყოფილი Twitter) მფლობელმა, ილონ მასკმა ინტერნეტ ენციკლოპედია Wikipedia-ს სახელის შეცვლისთვის მილიარდი დოლარი შესთავაზ. ამის შესახებ პოსტი მასკის X პროფილზე გამოჩნდა.
"მე მათ მივცემ მილიარდ დოლარს, თუ Wikipedia სახელს შეიცვლის და D*ckipedia ", - წერს მასკი.
უხამსი სახელის გადარქმევის შეთავაზებამდე, მეწარმემ Wikipedia-ს თანხების მითვისებაში ეჭვი შეიტანა. „როდესმე დაფიქრებულხართ, რატომ უნდა ჰქონდეს ფონდ Wikipedia-ს ამდენი ფული? ეს ნამდვილად არ არის საჭირო Wikipedia-ს მუშაობისთვის, ”- დაწერა მასკმა თავის X პროფილზე
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.