ილონ მასკმა 24 საათში 16 მლრდ დოლარზე მეტი დაკარგა - Bloomberg
ილონ მასკმა, რომელიც Tesla-ს და SpaceX-ს და ასევე სოციალურ ქსელ X-ს (ყოფილი Twitter) ფლობს, Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, ერთ დღეში 16,1 მილიარდი დოლარი დაკარგა.
დაზუსტებულია, რომ მასკის ქონება მესმაე კვარტალში Tesla-ს წარუმატებელი ფინანსური მაჩვენებლების ფონზე შემცირდა. კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები დაბალი მოგებისა და გაყიდვების გამო 9,3%-ით დაეცა.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ფინანსური ზარალის მიუხედავად, მასკის ქონება 2023 წელს 72,6 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ამჟამად 210 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ბიზნესმენი კვლავ რჩება მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად. ის 55 მილიარდი დოლარით უფრო მდიდარია, ვიდრე ფრანგი მილიარდერი ბერნარ არნო, LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy) ჯგუფის მფლობელი, რომელიც რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.