ილონ მასკმა ერთ კვირაში $14,5 მილიარდი დაკარგა
ამერიკელმა მეწარმემ ილონ მასკმა, (Tesla-ს, SpaceX-ისა და Twitter-ის ხელმძღვანელმა), ერთ კვირაში $14,5 მილიარდი დაკარგა.
ამის შესახებ Forbes წერს.
გამოცემის ჟურნალისტები მასკის ქონებას ამ დროისთვის 187,9 მილიარდ დოლარად აფასებენ.
აღნიშნულია, რომ მისი კაპიტალი შემცირდა ინვესტირების შიშით, რომ Tesla-ს მოგება მოსალოდნელზე ნაკლები იქნება. Tesla-ს აქციები გასულ კვირას 10,8%-ით დაეცა. ამის მიზეზი კომპანიის კვარტალური ანგარიში გახდა, სადაც ნათქვამია, რომ ელექტრომობილების დიდი ნაწილი საწყობებშია დაგროვილი.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.