ინდოეთმა 2018 წლის შემდეგ რუსეთისგან ბრილიანტების რეკორდული რაოდენობა იყიდა
აგვისტოში ინდოეთმა რუსეთიდან ერთდროულად $215 მილიონის ღირებულების ბრილიანტი შეიძინა, რაც 2018 წლის მარტიდან რეკორდული მაჩვენებელია.
ამის შესახებ ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროში განაცხადეს.
ამრიგად, ზაფხულის ბოლოს ინდოეთმა რუსული ბრილიანტის იმპორტი ყოველთვიურად 4-ჯერ, წლიურად 9%-ით - 215,1 მლნ დოლარამდე გაზარდა. ეს იყო ყველაზე დიდი ყოველთვიური შესყიდვა 2018 წლის მარტის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ ერთდროულად 481 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასი ქვები შეიძინა.
საერთო ჯამში, 2023 წლის დასაწყისიდან ინდურმა კომპანიებმა რუსეთის ფედერაციიდან $863 მილიონის ბრილიანტები იყიდეს, რაც 29%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.
ინდოეთის ინდუსტრიის მარეგულირებელმა ძვირფასი ქვების და საიუველირო ნაწარმის ექსპორტის ხელშეწყობის საბჭომ სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა, რომ Alrosa-მ თავისი მოთხოვნით შეაჩერა ალმასის გაყიდვები სექტემბერში და ოქტომბერში.
მოგვიანებით, ინდოეთის ალმასის სექტორის მთავარმა წარმომადგენლებმა რეკომენდაცია გაუწიეს ინდოეთში უხეში ალმასის ყველა იმპორტის ორთვიან მორატრიუმს, რაც ყველაზე რადიკალური შემზღუდველი ღონისძიებაა პანდემიის შემდეგ.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.