ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა
ინგლისის ბანკმა ივნისში საპროცენტო განაკვეთი 3.75%-ზე უცვლელად დატოვა, რადგან მიიჩნია, რომ ინფლაციური ზეწოლის გაძლიერებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე განაკვეთის ზრდა ამ ეტაპზე ნაადრევი იქნებოდა.
ინგლისის ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (MPC) 7 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ.
ინგლისის ბანკის ეს მიდგომა განსხვავდება როგორც ევროპის ცენტრალური ბანკის, ისე იაპონიის ბანკის პოლიტიკისგან, რომლებმაც გასულ კვირაში საპროცენტო განაკვეთები გაზარდეს. ასევე განსხვავებულია აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის პროგნოზებისგან, რომლებიც ახალი თავმჯდომარის, ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა და აჩვენა, რომ პოლიტიკის შემმუშავებლები მიმდინარე წლის განმავლობაში განაკვეთების ზრდას ელოდებიან.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.