iPhone 15-ის სარეალიზაციო ღირებულება 2 096 ლარიდან დაიწყება
ყოველწლიურ ღონისძიებაზე კომპანია Apple-მა iPhone 15 წარადგინა. iPhone 15 აღჭურვილია 48 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერითა და A16 Bionic პროცესორით, რომელიც 20%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე მისი წინამორბედი.
სმარტფონების ახალი ხაზი მოიცავს iPhone 15 და iPhone 15 Plus მოდელებს, ეკრანის ზომით 6.1 და 6.7 ინჩი.
iPhone 15-ის ფასი $799-დან დაიწყება, ხოლო iPhone 15 Pro-ს ფასი კი $999-დან.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.