iPhone 15 Pro-ს ახალი ფერი დაემატება
აგვისტოს ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ iPhone 15 Pro და iPhone 15 Pro Max ოქროსფერი ხელმისაწვდომი აღარ იქნება
მას ახალი ფერი, ნაცრისფერი Titan Grey ჩაანაცვლებს.
წყაროების მიხედვით, iPhone 15 Pro-ს კორპუსი უჟანგავი ფოლადის ნაცვლად ტიტანისგან იქნება დამზადებული. 9to5Mac-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Titan Grey არის სამუშაო სათაური.
არის მცირე შანსი, რომ ამ ფერს სხვა სახელი დაერქვას.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.