მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ირაკლი ნადარეიშვილი ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ტექნოლოგიურ ფორუმში GITEX EUROPE მონაწილეობს

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ევროპის ერთ-ერთ გლობალურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაში GITEX EUROPE-ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გერმანიის ქალაქ ბერლინში მიმდინარეობს. GITEX EUROPE-ზე წარმოდგენილები არიან მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, სტარტაპები, ინვესტორები და სამთავრობო ორგანიზაციები, რაც ქართულ მხარეს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დაამყაროს ახალი პარტნიორული ურთიერთობები, მოიზიდოს ინვესტიციები და საერთაშორისო მასშტაბით წარადგინოს საქართველო, როგორც სტარტაპ მეგობრული გარემო.

 

მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე, განსაკუთრებით, ხელოვნური ინტელექტის, ბიოტექნოლოგიებისა და აგრიტექის მიმართულებით, აგრეთვე სტარტაპების მხარდაჭერაზე, და ციფრული ტრანსფორმაციის, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების განვითარებაზე. 

 

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების მეწარმეობის სახელმწიფო მინისტრი, ალბანეთის მეწარმეობისა და ბიზნეს კლიმატის მინისტრი და ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე. 

 

„ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას. აღნიშნული პოლიტიკის ნაწილია ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მიმზიდველობის და კონკურენტუნარიანობის გლობალური პოზიციონირება," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. მან ხაზი გაუსვა მთავრობის ძალისხმევას, ფართოდ დანერგოს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციისთვის, რაც მას შესაძლებლობებს მისცემს, გახდეს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზრებზე. 

 

„დაახლოებით 10 წლის წინ ჩვენ, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყეთ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება და მნიშვნელოვან შედეგსაც მივაღწიეთ - დღეს ჩვენ გვყავს გლობალურ ბაზარზე მოღვაწე მრავალი კონკურენტუნარიანი სტარტაპი, გაფორმდა პირველი წარმატებული საერთაშორისო  გარიგებები, სტარტაპების მიერ ჯამურად მოზიდულმა ინვესტიციებმა და შემოსავლებმა 13-ჯერ გადააჭარბა სახელმწიფოს მიერ მათში განხორციელებულ ინვესტიციას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.  

 

ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა იმ სამუშაოს, რომელიც საქართველოს მთავრობამ სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისთვის გასწია. მისი თქმით, მთავრობა ახორციელებს არა მხოლოდ სახელმწიფო საგრანტო პროგრამებს, არამედ ხელს უწყობს მათ კერძო ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას. „საქართველოს ბაზარზე შემოვიყვანეთ საერთაშორისო მასშტაბის აქსელერატორი, რომელმაც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემა რეგიონულ და საერთაშორისო მასშტაბზე აიყვანა. ასევე შევქმენით პირველის ვენჩურული ფონდი, ინკუბატორები, ტექნოპარკები და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის აუცილებელი სხვა ინფრასტრუქტურა," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მან ასევე ისაუბრა ქუთაისში მასშტაბური ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე და მის როლზე ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის განვითარების საქმეში. 

 

ტექნოლოგიურ ღონისძიებას GITEX EUROPE-ი ასევე ესწრება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში რეგიონის სწრაფად მზარდი ეკოსისტემების ლიდერებთან ერთად, სადაც კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების პერსპექტივებზე, მიმდინარე პროგრესსა და რეგიონის ერთობლივ პოტენციალზე იქნება საუბარი.

 

ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ შეხვედრა გამართეს GITEX - ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ თრიქსი ლომირმანდთან. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე ქართული სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო მასშტაბურად და საინტერესოდ წარმოჩენის მიზნით.  

 

საქართველოს დელეგაციამ აგრეთვე შეხვედრა გამართა გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის ინოვაციების ლაბორატორიის Lab UNIDO - ს ხელმძღვანელთან ადნან სერიკთან საქართველოში მათი პროგრამის პოტენციურ განვითარებაზე, დანერგვასა და სამომავლო თანამშრომლობაზე. 

 

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ნადარეიშვილი და ავთანდილ კასრაძე ასევე შეხვდნენ  სერბეთის მეცნიერების, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილე ვლადიმირ რადოვანოვიჩს. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, ქვეყნებს შორის ინოვაციების მიმართულებით გამოცდილებების გაზიარების კუთხით. რაც შეეხება შეხვედრას აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილე ვუსალ ხალილოვთან, მასზე მხარეებმა საბანკო და ფინტეკ მიმართულების რეგულაციებსა და  ამ კუთხით ინფორმაციის გაცვლაზე ისაუბრეს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა