ისრაელის და უკრაინის ერთდროულად მხარდაჭერის რესურსიც გვაქვს და მოვალეობაც - ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ს შეუძლია დაეხმაროს როგორც ისრაელს, ასევე უკრაინას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა და ვალდებულება. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები ვართ - ყველაზე მძლავრი ქვეყანა ისტორიაში - არა მსოფლიოში, არამედ მსოფლიოს ისტორიაში. შეგვიძლია ორივეს დავეხმაროთ და შევინარჩუნოთ ჩვენი საერთაშორისო თავდაცვისუნარიანობა. ჩვენ თუ არა ამას სხვა ვინ გააკეთებს“, - განაცხადა ბაიდენმა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.