ისრაელის ეკონომიკა შესაძლოა 11%-ით შემცირდეს - JPMorgan
ისრაელის ეკონომიკა 2023 წლის მეოთხე კვარტალში პოტენციური შემცირების წინაშე დგას. JPMorgan Chase & Co.-ის პროგნოზის მიხედვით, ღაზას სექტორში ესკალაციის ფონზე, ქვეყნის მშპ შარშანდელთან შედარებით შესაძლოა 11%-ით შემცირდეს.
თუმცა, JPMorgan-ის ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ იმას, რომ მთლიანობაში ისრაელის ეკონომიკა გააგრძელებს ზრდას და 2023 წელს მშპ-ს 2.5%-იანი ზრდას მოსალოდნელი, ხოლო 2024 წელს 2%-იანი.
ანალიტიკოსები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ისრაელის ეკონომიკაზე კონფლიქტის გავლენის შეფასება კვლავ რთულია მონაცემთა ნაკლებობის, კონფლიქტის მასშტაბებისა და ხანგრძლივობის შესახებ დიდი გაურკვევლობის გამო.
29 ოქტომბერს საღამოს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და ჯარები გაგზავნა. სავარაუდოდ, ეს ოპერაცია გაგრძელდება მინიმუმ ექვსი კვირა.
ამ ქმედებებმა შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ქვეყნის ეკონომიკაზე და მის გრძელვადიან განვითარების პერსპექტივაზე, რაც გამოიწვევს დამატებით გამოწვევებს და გაურკვევლობას.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.