ისრაელმა სირიაში ალეპოს აეროპორტი დაბომბა - Reuters
სირიული სამთავრობო მედიის ცნობით, ისრაელმა იერიში მიიტანა ქალაქ ალეპოს აეროპორტზე, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მედიის ცნობით, დარტყმის შედეგად დაზიანდა ასაფრენი ბილიკი და მუშაობა შეწყდა. აეროპორტი ექსპლუატაციაში მხოლოდ შაბათს შევიდა, მას შემდეგ რაც ისრაელის ძალების ერთდროულმა სარაკეტო თავდასხმებმა სირიის დედაქალაქ დამასკოსა და ჩრდილოეთ ქალაქ ალეპოს აეროპორტები დააზიანა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.