იტალიამ ღვინის წარმოების მხრივ შესაძლოა ლიდერობა დაკარგოს
მაღალმა ტენიანობამ და ძლიერმა სიცხემ იტალიაში ყურძნის მოსავლის ნაწილის განადგურება გამოიწვია
ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ირკვევა, რომ წარმოების შემცირების გამო ქვეყანა საფრანგეთის წინაშე ღვინის მთავარი მწარმოებლის სტატუსისა და ლიდერობის დაკარგვის რისკის ქვეშ იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში უამინდობამ გამოიწვია ჭრაქის გავრცელება, რომელიც სწრაფად ვრცელდება ვენახებში, აზიანებს კენკრას და ამცირებს მოსავლიანობას.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.