იტალიის კონკურენციის უწყებამ ტაქსების სექტორში მოკვლევა დაიწყო
იტალიის კონკურენციის უწყებამ ტაქსის სექტორში რომში, მილანსა და ნეაპოლში აუდიტის განხორციელება დაიწყო.
კერძოდ, აუდიტი იმ საკითხებს შეისწავლის, რაც დიდ პრობლემებს უქმნის მომხმარებლებს, მაგალითად, ლოდინის დრო, ტაქსომეტრების გამოყენება, ელექტრონული გადახდების მიღება და ბარათის წამკითხველების გამართული ფუნქციონირება.
ფინანსური პოლიციის სპეციალურმა ანტიმონოპოლიურმა განყოფილებამ (Guardia di Finanza) უწყების სახელით ინფორმაციის მოთხოვნით რომის, მილანისა და ნეაპოლის მუნიციპალიტეტებში მოქმედ ტაქსის კომპანიებს მიართა.
უწყებამ ასევე, ინფორმაციის პირდაპირი მოთხოვნით მიმართა რომის, მილანისა და ნეაპოლის მუნიციპალიტეტებს და ტაქსის დაჯავშნის მთავარ პლატფორმებს.
მოკვლევის მიზანია ნათელი მოეფინოს „შეზღუდული ჩარიცხვის“ ლიცენზირების სისტემას, რომელიც ამ სექტორში აფერხებს კონკურენტული ბაზრის სათანადო განვითარებას.
ამასთან დაკავშირებით, მოითხოვა უწყებამ ინფორმაცია ცვლაში მომუშავე მანქანების რაოდენობის, თითო მანქანაზე განხორციელებული მგზავრობების, არყოფნის, ლოდინის დროის, შეუსრულებელი მოთხოვნების შესახებ, ასევე მუნიციპალიტეტებში გაგზავნილი მონაცემების შესახებ.
შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, უწყება ბაზრის მდგომარეობას შეაფასებს.
სხვა სიახლეები
Lion Finance Group-ის შვილობილი, Ameriabank-ი სომხეთის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დასახელდა Global Finance-ის მიერ
05.10.2026.11:53
Lion Finance Group-ის შვილობილმა Ameriabank-მა Global Finance-ის მიერ „საუკეთესო ციფრული ბანკის“ (Best Digital Bank Awards) კონკურსში ცხრა ჯილდო მიიღო, მათ შორის, რვა ქვეყნის დონეზე და ერთი რეგიონული აღიარების ფარგლებში.
გამარჯვებულები შეფასდნენ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მათ შორის, ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის ეფექტიანობით, ციფრული შეთავაზებების გამოყენებაზე მომხმარებლების გადაყვანის წარმატებით, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდით, პროდუქტებისა და მომსახურებების მრავალფეროვნებით, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები სარგებლის არსებობით, ასევე ვებ- და მობილური პლატფორმების დიზაინითა და ფუნქციონალით.
Global Finance-ის შეფასებით, Ameriabank-ის ციფრული ეკოსისტემა საუკეთესო აღმოჩნდა რამდენიმე კატეგორიაში, მათ შორის ინოვაციის, ციფრული ტრანსფორმაციის, ონლაინ გადახდების, ონლაინ პროდუქტებისა და მომსახურებების, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პლატფორმისა და სხვა მიმართულებებით.
Ameriabank-ის მიერ მიღებული ჯილდოების სრული ჩამონათვალი:
ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი;
საუკეთესო ციფრულ ტრანსფორმაციაში;
საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
საუკეთესო ონლაინ პროდუქტების შეთავაზებები;
საუკეთესო ონლაინ გადახდების გადაწყვეტა;
საუკეთესო სოციალური მედიის მარკეტინგსა და მომსახურებაში;
საუკეთესო მცირე და საშუალო ბიზნესის პლატფორმა;
საუკეთესო სავაჭრო ფინანსირების მომსახურება სომხეთში;
საუკეთესო სავაჭრო ფინანსირების მომსახურება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (CEE).
კონკურსში წარდგენილი განაცხადები შეფასდა Infosys-ის პროფესიონალი ჟიურის მიერ. Infosys ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და აუთსორსინგის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. გამარჯვებულთა საბოლოო შერჩევა Global Finance-ის რედაქტორებმა განახორციელეს.
Global Finance-ის ჯილდოები ფინანსურ სამყაროში ერთგვარი ხარისხის ნიშანია. გამარჯვებულებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Infosys-ის ჟიური და Global Finance-ის რედაქტორები არჩევენ. ისინი აფასებენ არა მხოლოდ პროდუქტის დიზაინს, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას, პროდუქტის უკან მდგარ სტრატეგიას, უსაფრთხოებასა და რეალურ, გაზომვად შედეგებს.
მოდით, გამოვყოთ რამდენიმე ჯილდო, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს.