მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

ყაზახეთი ნავთობის გადამუშავების სიმძლავრეების გაორმაგებას გეგმავს | ექსპორტისთვის ალტერნატივად ბაქო - სუფსის მარშრუტი განიხილება

news image
mbc image

ყაზახეთი ნავთობის გადამუშავების სიმძლავრეების ორჯერ გაზრდას და მეზობელ ქვეყნებში მეტი ბენზინისა და დიზელის გაყიდვას გეგმავს. ნედლი ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირების საჭიროება კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

ყაზახეთმა 2025 წელს 99.6 მილიონი ტონა ნავთობი მოიპოვა, თუმცა მხოლოდ 18.4 მილიონი ტონა გადაამუშავა. ენერგეტიკის მინისტრმა იერლან აკკენჟენოვმა 25 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნავთობის გადამუშავების სიმძლავრეების 40 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება.

ნავთობის გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარების კონცეფცია 2040 წლამდე პერიოდს მოიცავს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ყაზახეთის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა 2025 წელს 18.4 მილიონი ტონა ნავთობი გადაამუშავეს და 15.47 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი აწარმოეს.

2025 წელს მიღებული კონცეფცია ითვალისწინებდა ნავთობის გადამუშავების მოცულობის 2040 წლისთვის წლიურად 39.2 მილიონ ტონამდე გაზრდას. მას შემდეგ მთავრობამ გრაფიკი დააჩქარა და 2033 წლისთვის წლიურად 40 მილიონი ტონა გადამუშავების სიმძლავრის მიღწევა დაისახა მიზნად. ქვეყნის სამ ძირითად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გადამუშავების საშუალო სიღრმემ 2025 წელს 90%-ს მიაღწია, ხოლო მიზნობრივი მაჩვენებელი 94%-ია.

ამის მისაღწევად ყაზახეთი მეოთხე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს, რომლის სიმძლავრეც წელიწადში 10 მილიონ ტონამდე იქნება. ხელისუფლება ადგილს წლის ბოლომდე შეარჩევს.

ახალმა ქარხანამ მუშაობა შესაძლოა 2033 წლისთვის დაიწყოს. ენერგეტიკის სამინისტრო ვარაუდობს, რომ მისი ამოქმედება სრულად დააკმაყოფილებს ქვეყანაში ავიასაწვავზე შიდა მოთხოვნას და ყაზახეთს K5 სტანდარტის ნავთობპროდუქტების ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. K5 სტანდარტი, ევროპის Euro 5 სტანდარტის ეკვივალენტურია.

კასპიის მილსადენის კონსორციუმთან დაკავშირებულმა პრობლემებმა - რომელიც ყაზახეთისთვის ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე გატანის მთავარი მარშრუტია გააძლიერა არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ქვეყანამ ნავთობის გამოყენებისა და ექსპორტის გზების დივერსიფიკაცია მოახდინოს.

ასტანა ასევე ეძებს მსოფლიო ბაზრებზე გასასვლელ დამატებით მარშრუტებს. აკკენჟენოვმა ერთ-ერთ ვარიანტად დაასახელა ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე გადის და, მისი თქმით, წელიწადში დაახლოებით 5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება შეუძლია.

ამ მარშრუტით 2022 წლის შემდეგ მხოლოდ შეზღუდული მოცულობის გადაზიდვები ხორციელდებოდა, თუმცა 2026 წლის მაისში აზერბაიჯანმა და საქართველომ ახალი საოპერაციო შეთანხმება გააფორმეს, რომელიც რეგულარული ოპერირების აღდგენას ისახავს მიზნად.

„CPC-ზე თავდასხმების შედეგად 3.5 მილიონი ტონა დავკარგეთ, თუმცა ამ მოცულობის გადამისამართება აქტაუს პორტისა და ბაქო–სუფსის ნავთობსადენის გავლით შეგვეძლო“, - განაცხადა მინისტრმა. აკკენჟენოვის თქმით, აზერბაიჯანთან პირდაპირი მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა, თუმცა გარკვეული წინასწარი სამუშაოები უკვე განხორციელებულია. მან აღნიშნულ მარშრუტს ყაზახეთისთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ უწოდა.

კასპიის ზღვის გავლით კიდევ ერთი მარშრუტი უკვე გამოიყენება. ყაზახეთი ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონ ტონა ნავთობს აგზავნის და მოცულობის 2.2 მილიონ ტონამდე გაზრდას გეგმავს.

ამრიგად, ყაზახეთი ერთდროულად ნავთობის ორ სტრატეგიას ატარებს: ნედლი ნავთობისთვის საჭიროა დამატებითი საექსპორტო მარშრუტები, ხოლო ახალი გადამამუშავებელი სიმძლავრეების შექმნა მიზნად ისახავს ქვეყანაში საწვავისა და ნავთობქიმიური პროდუქტების წარმოების გაზრდას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ტრამპის მარშრუტი TRIPP აზერბაიჯანთან და საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს გაამარტივებს - მირზოიანი

23.10.2026.09:10

სომხეთის ეროვნული ასამბლეა განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ,,ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) ფარგლებში სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირებას ითვალისწინებს.

აღნიშნული განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში TRIPP-ის შეთანხმების პროექტის წარდგენისას გააკეთა.

მირზოიანის განცხადებით, TRIPP საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს გაამარტივებს არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ საქართველოსა და ირანთანაც.

„იმედი მაქვს, თურქეთთან საზღვარიც გაიხსნება და ამის შემდეგ ვიფიქრებთ, როგორ გავუმარტივოთ ცხოვრება მეწარმეებსა და მოქალაქეებს“, - აღნიშნა მან.

მირზოიანმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ სად შეიძლება განთავსდეს TRIPP-ის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ხაზის გარდა.
„შესაძლოა, ნავთობსადენმა სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილზე გაიაროს. მარშრუტი ჯერ განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, TRIPP-ის ზომაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ასეთი განსაზღვრული პარამეტრი არ არსებობს“, - განაცხადა მირზოიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა