ხელოვნური ინტელექტი AstraZeneca-ს კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის შემუშავებაში დაეხმარება
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca ამერიკულ ხელოვნური ინტელექტის კომპანია Absci-ს კიბოს საწინააღმდეგო ანტისხეულების შემუშავებაზე დათანხმდა.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
კომპანიების თანამშრომლობა მიზნად ისახავს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელის შექმნას, რომელიც განკუთვნილი იქნება ახალი ანტისხეულების გასაუმჯობესებლად და შესაქმნელად.
Absci იყენებს მონაცემებს, რომლებიც დაფუძნებულია სამიზნე მსგავსებაზე, უსაფრთხოებაზე, ტექნოლოგიებზე და სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებზე.
გარიგების ღირებულება 247 მილიონი დოლარია. Financial Times-ის ცნობით, შეთანხმება მოიცავს Absci-სთვის წინასწარ გადახდას, კვლევისა და განვითარების დაფინანსებას, საეტაპო გადასახადებს და ჰონორარებს ნებისმიერი პროდუქტის გაყიდვაზე.
AstraZeneca არ არის ერთადერთი, ვინც იმედოვნებს, რომ დაეხმარება AI-ს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც The Guardian წერდა, ბრიტანეთის სამეფო ფონდის Royal Marsden NHS-სა და კიბოს კვლევის ინსტიტუტის (ICR) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი ბევრად უკეთესია, ვიდრე ბიოფსია სარკომის, კიბოს იშვიათი ფორმის, აგრესიულობის სწორად შეფასებაში, რომელიც ვითარდება სხეულის შემაერთებელ ქსოვილებში, როგორიცაა ცხიმი, კუნთები და ნერვები.
AI-ს შეუძლია მონაცემების გაანალიზება და სიმსივნის ავთვისებიანობის ხარისხის უფრო ზუსტად კლასიფიკაცია. ამ გზით, ტექნოლოგია ეხმარება მაღალი რისკის მქონე პაციენტების უფრო სწრაფად იდენტიფიცირებაში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.