ხელოვნური ინტელექტის გამო ადამიანებს მუშაობა აღარ მოუწევთ - ილონ მასკი
ხელოვნური ინტელექტი (AI) საბოლოოდ გაათავისუფლებს ადამიანებს მუშაობის საჭიროებისგან.
The Telegraph-ის ცნობით, ამის შესახებ ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს რიში სუნაკს განუცხადა.
”დადგება მომენტი, როდესაც მუშაობა საჭირო აღარ იქნება, თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ, თუ ეს პირადი კმაყოფილებისთვის გსურთ,” - თქვა მან.
ამას არ დაეთანხმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც თვლის, რომ „შრომა ადამიანების ცხოვრებას აზრს ანიჭებს“.
გარდა ამისა, ილონ მასკმა მოუწოდა სუნაკს დიდ ბრიტანეთში ბიზნესებისთვის საგადასახადო შეღავათები დააწესოს, რათა წაახალისოს ისინი, რომ ტექნოლოგიების სექტორში ახალი ინოვაციური კომპანიები შექმნან.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.