კიევში ესპანეთის პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი ჩავიდა
რუსეთის შეჭრის წლისთავის წინა დღეს კიევში ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ჩავიდა.
სადგურზე სანჩესს უკრაინელი დიპლომატების დელეგაცია დახვდა მინისტრის მოადგილე ევგენ პერებინისის ხელმძღვანელობით. რომელმაც მადლობა გადაუხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.
თავად სანჩესმა, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა იქნება „უკრაინასთან და მის ხალხთან, სანამ მშვიდობა არ დაბრუნდება ევროპაში".
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.