კლიმატის ცვლილების გამო ევროპამ შესაძლოა სვიის მარაგის მეოთხედი დაკარგოს - რა ელის ლუდის ბაზარს
კლიმატის ცვლილებამ, რომელიც ტემპერატურის ზრდას და წყლის ხელმისაწვდომობის შემცირებას იწვევს, შესაძლოა 2050 წლისთვის ევროპის სვიის მოსავლის 12-35%-ის დაკარგვა განაპირობოს. რაც თავის მხრივ ლუდის გემოზე მოახდენს გავლენა. აღნიშნულის შესახებ სამეცნიერო ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნებული ნაშრომიდან ირკვევა.
„ყველა შესაძლო სცენარის გათვალისწინებით, სვიის მოსავლიანობის შემცირება მერყეობს 12%-დან 35%-მდე 2021-დან 2050 წლამდე პერიოდში ევროპის ყველა მთავარ რეგიონში, სადაც სვია მოჰყავთ, მათ შორის მკვეთრი კლება იქნება სლოვენიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში” - აცხადებენ მკვლევრები.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მოსავლიანობის ზომიერი კლება გავლენას მოახდენს ჩეხეთზე, გერმანიასა და პოლონეთზე.
მოსავლის სავარაუდო შემცირების მთავარ მიზეზად მეცნიერებმა დაასახელეს ტემპერატურის მატება და კულტურების სარწყავი წყლის ნაკლებობა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, სვიის უმაღლესი ხარისხის ჯიშები იზრდება შედარებით მცირე რეგიონებში, ამიტომ არსებობს სერიოზული რისკი, რომ მოსავლის დიდ ნაწილი მომავალში სერიოზულად დაზარალდეს პერიოდული სიცხისგან ან გვალვისგან.
იმავდროულად, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციამ შესაძლოა გამოიწვიოს უფრო გამძლე სვიის ჯიშების გაჩენა. თუმცა ამინდის პირობების შეცვლა ლუდის გემოზეც აისახება, რისთვისაც მხოლოდ მაღალი ხარისხის სვია არის საჭირო.
შესაძლო ზარალის ასანაზღაურებლად ექსპერტები გამწვანებული ფართობის 20%-ით ზრდის რეკომენდაციას იძლევიან.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.