კომპანია BlueScope-ს რეკორდული 57.5 მილიონი დოლარის ჯარიმა დაეკისრა
ავსტრალიაში ბრტყელი ფოლადის პროდუქტების ფასების დაფიქსირების მცდელობისთვის, ფოლადის მწარმოებელ BlueScope Steel-ს $57,5 მილიონის ჯარიმა დაეკისრა.
ფედერალური სასამართლოს მიერ დაწესებული ჯარიმა არის ყველაზე მაღალი, რომელიც ოდესმე ავსტრალიაში კარტელისთვის დაწესებულა.
სასამართლომ ასევე დააჯარიმა BlueScope-ის ყოფილი გენერალური მენეჯერი, ჯეისონ ელლისი, ჯარიმის ოდენობამ შეადგინა $575,000.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის დეკემბერში BlueScope და ბატონი ელლისი იძულების გზით ცდილობდნენ ავსტრალიაში რვა ფოლადის დისტრიბუტორ კომპანიასთან და მწარმოებელ Yieh Phui-თან დაედოთ შეთანხმებები ბრტყელი ფოლადის პროდუქტების ფასის დაფიქსირება/გაზრდაში.
„მნიშვნელოვანია, რომ ჯარიმები საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მსხვილმა კომპანიებმა და მისმა თანამშრომლებმა ავსტრალიის კონკურენციის კანონების დარღვევა შეწყვიტონ,“-განაცხადა უწყებამ.
სხვა სიახლეები
Lion Finance Group-ის შვილობილი, Ameriabank-ი სომხეთის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დასახელდა Global Finance-ის მიერ
05.10.2026.11:53
Lion Finance Group-ის შვილობილმა Ameriabank-მა Global Finance-ის მიერ „საუკეთესო ციფრული ბანკის“ (Best Digital Bank Awards) კონკურსში ცხრა ჯილდო მიიღო, მათ შორის, რვა ქვეყნის დონეზე და ერთი რეგიონული აღიარების ფარგლებში.
გამარჯვებულები შეფასდნენ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მათ შორის, ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის ეფექტიანობით, ციფრული შეთავაზებების გამოყენებაზე მომხმარებლების გადაყვანის წარმატებით, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდით, პროდუქტებისა და მომსახურებების მრავალფეროვნებით, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები სარგებლის არსებობით, ასევე ვებ- და მობილური პლატფორმების დიზაინითა და ფუნქციონალით.
Global Finance-ის შეფასებით, Ameriabank-ის ციფრული ეკოსისტემა საუკეთესო აღმოჩნდა რამდენიმე კატეგორიაში, მათ შორის ინოვაციის, ციფრული ტრანსფორმაციის, ონლაინ გადახდების, ონლაინ პროდუქტებისა და მომსახურებების, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პლატფორმისა და სხვა მიმართულებებით.
Ameriabank-ის მიერ მიღებული ჯილდოების სრული ჩამონათვალი:
ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი;
საუკეთესო ციფრულ ტრანსფორმაციაში;
საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
საუკეთესო ონლაინ პროდუქტების შეთავაზებები;
საუკეთესო ონლაინ გადახდების გადაწყვეტა;
საუკეთესო სოციალური მედიის მარკეტინგსა და მომსახურებაში;
საუკეთესო მცირე და საშუალო ბიზნესის პლატფორმა;
საუკეთესო სავაჭრო ფინანსირების მომსახურება სომხეთში;
საუკეთესო სავაჭრო ფინანსირების მომსახურება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (CEE).
კონკურსში წარდგენილი განაცხადები შეფასდა Infosys-ის პროფესიონალი ჟიურის მიერ. Infosys ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და აუთსორსინგის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. გამარჯვებულთა საბოლოო შერჩევა Global Finance-ის რედაქტორებმა განახორციელეს.
Global Finance-ის ჯილდოები ფინანსურ სამყაროში ერთგვარი ხარისხის ნიშანია. გამარჯვებულებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Infosys-ის ჟიური და Global Finance-ის რედაქტორები არჩევენ. ისინი აფასებენ არა მხოლოდ პროდუქტის დიზაინს, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას, პროდუქტის უკან მდგარ სტრატეგიას, უსაფრთხოებასა და რეალურ, გაზომვად შედეგებს.
მოდით, გამოვყოთ რამდენიმე ჯილდო, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს.