კომპანია Inspire Brands-მა, რომელიც Dunkin'-ს ფლობს, აშშ-ში IPO-სთვის განაცხადი შეიტანა - დეტალები
კომპანია Inspire Brands-მა, რომელიც სწრაფი კვების ქსელებს Dunkin', Arby's
და Jimmy John's ფლობს, პარასკევს განაცხადა, რომ აშშ-ში პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა. ეს ხდება იმ ფონზე, როცა მომხმარებელზე ორიენტირებული IPO-ების ბაზარი 2025 წლის შედარებით სუსტი პერიოდის შემდეგ აქტიურდება.
ატლანტაში დაფუძნებული Inspire Brands 2018 წელს კერძო საინვესტიციო კომპანია Roark Capital-მა ჰოლდინგურ კომპანიად ჩამოაყალიბა. მისი პორტფელი 33,000-ზე მეტ რესტორანს აერთიანებს, მათ შორის ისეთ ქსელებს, როგორებიცაა Buffalo Wild Wings, Sonic Drive-In და Baskin-Robbins.
კომპანიამ Dunkin' Brands 2020 წელს 11.3 მილიარდ დოლარად შეიძინა, რაც რესტორნების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება იყო.
Bloomberg News-მა მარტში გაავრცელა ინფორმაცია, რომ Inspire Brands -ის IPO-მ შესაძლოა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი მოიზიდოს, შესაძლოა უკვე მიმდინარე წელსაც.
2026 წელს საცალო ვაჭრობისა და სამომხმარებლო საქონლის კომპანიებისთვის IPO ბაზარი კვლავ გააქტიურდა. გასულ წელს აქტივობა ტარიფებთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ შეაფერხა, თუმცა ახლა ინვესტორები ამ რისკებს შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და ბაზარზე დაბრუნებულ ინტერესს ავლენენ.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.