მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0012
flag
AZN 1.5254
-0.0004
flag
CNY 38.892
0.0023
flag
EUR 2.8547
-0.0102
flag
GBP 3.4208
-0.0079
flag
KZT 58.37
0.0007
flag
TRY 0.0515
0
flag
USD 2.5931
-0.0003
news banner

Kraft Heinz-ი 2027 წლის მეორე ნახევარში ორგანული გაყიდვების ზრდის აღდგენას ელის

news image
mbc image

ამერიკული საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Kraft Heinz-ი 2027 წელს ორგანული წმინდა გაყიდვების ზრდის აღდგენას, ხოლო 2028 წელს მოგების მარჟის გაუმჯობესებას ელოდება. ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა.

კომპანიამ წინასწარი პროგნოზები ინვესტორებთან დაგეგმილ შეხვედრამდე გაასაჯაროვა. Kraft Heinz-ი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს საკუთარი ბრენდების განვითარებაში.

გასულ კვირას Kraft Heinz-მა ჩრდილოეთ ამერიკაში ყავის ბიზნესის გასხვისების შესახებაც განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის სტრატეგიას უკავშირდება, რომელიც საინვესტიციო რესურსების უფრო მომგებიანი და უკეთესი შედეგების მქონე ბიზნესმიმართულებებისკენ გადანაწილებას ითვალისწინებს.

სხვა შეფუთული საკვები პროდუქტების მწარმოებლების მსგავსად, Kraft Heinz-იც გაყიდვების მოცულობის შემცირების გამოწვევის წინაშე დგას, რაც რამდენიმე კვარტალის განმავლობაში პროდუქციის ფასების ზრდას მოჰყვა.

კომპანია ბიზნესის გაჯანსაღების სტრატეგიის ფარგლებში ბრენდების გაძლიერებას, პროდუქციის განახლებასა და მომგებიანობის გაუმჯობესებაზე კონცენტრირებას გეგმავს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image Kraft Heinz-ი 2027 წლის მეორე ნახევარში ორგანული გაყიდვების ზრდის აღდგენას ელის

16.11.2026.17:00

ამერიკული საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Kraft Heinz-ი 2027 წელს ორგანული წმინდა გაყიდვების ზრდის აღდგენას, ხოლო 2028 წელს მოგების მარჟის გაუმჯობესებას ელოდება. ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა.

კომპანიამ წინასწარი პროგნოზები ინვესტორებთან დაგეგმილ შეხვედრამდე გაასაჯაროვა. Kraft Heinz-ი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს საკუთარი ბრენდების განვითარებაში.

გასულ კვირას Kraft Heinz-მა ჩრდილოეთ ამერიკაში ყავის ბიზნესის გასხვისების შესახებაც განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის სტრატეგიას უკავშირდება, რომელიც საინვესტიციო რესურსების უფრო მომგებიანი და უკეთესი შედეგების მქონე ბიზნესმიმართულებებისკენ გადანაწილებას ითვალისწინებს.

სხვა შეფუთული საკვები პროდუქტების მწარმოებლების მსგავსად, Kraft Heinz-იც გაყიდვების მოცულობის შემცირების გამოწვევის წინაშე დგას, რაც რამდენიმე კვარტალის განმავლობაში პროდუქციის ფასების ზრდას მოჰყვა.

კომპანია ბიზნესის გაჯანსაღების სტრატეგიის ფარგლებში ბრენდების გაძლიერებას, პროდუქციის განახლებასა და მომგებიანობის გაუმჯობესებაზე კონცენტრირებას გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა