კრიპტოვალუტის ბირჟა Binance რუსეთს ტოვებს
კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-მა რუსეთიდან წასვლისა და ამ ქვეყანაში არსებული ბიზნესის CommEX-ისთვის მიყიდვის შესახებ განაცხადა. .
ამის შესახებ ბირჟის პრესრელიზშია ნათქვამი.
"არსებული მომხმარებლების სხვა პლატფორმაზე შეუფერხებლად გადასვლის უზრუნველსაყოფად, გამორთვის პროცესს ერთ წლამდე დასჭირდება. ამჟამინდელი რუსი მომხმარებლების ყველა აქტივი უსაფრთხოდაა დაცული", - ნათქვამია შეტყობინებაში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.