მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

კრისტალინა გეორგიევამ IMF-ის მთავარ ეკონომიკურ მრჩევლად და კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელად სილვანა ტენრეირო დანიშნა

news image
mbc image

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა სილვანა ტენრეიროს ფონდის ეკონომიკურ მრჩევლად და კვლევითი დეპარტამენტის (RES) დირექტორად დანიშვნის შესახებ.

„მოხარული ვარ, რომ ვაცხადებ სილვანა ტენრეირო შეუერთდება ფონდს, როგორც ჩვენი ახალი მთავარი ეკონომისტი“, - განაცხადა კრისტალინა გეორგიევამ. „სილვანა არის გლობალურად აღიარებული ეკონომისტი, რომელიც აერთიანებს გამორჩეულ აკადემიურ მიღწევებს, პოლიტიკის შემუშავების ფართო გამოცდილებას და წამყვან საერთაშორისო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობას. გლობალურ ეკონომიკაში ღრმა ტრანსფორმაციისა და გაზრდილი გაურკვევლობის პირობებში, სილვანას ინტელექტუალური ლიდერობისა და პოლიტიკის სფეროში გამოცდილების კომბინაცია დაეხმარება ფონდს, რომ მისი ანალიტიკური საქმიანობა, მრავალმხრივი ზედამხედველობა და პოლიტიკის რეკომენდაციები კვლავაც მოწინავე დონეზე დარჩეს და ეფექტურად ემსახუროს წევრ ქვეყნებს.“

ქალბატონი ტენრეირო ამჟამად ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) ეკონომიკის პროფესორია, სადაც აკადემიურ საქმიანობას 2004 წლიდან ეწევა. მისი კვლევები ფართოდ არის გამოქვეყნებული წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში და აღიარებულია საერთაშორისო ჯილდოებით, მათ შორის Yrjö Jahnsson Award, Bernhard Harms Prize და Birgit Grodal Award.

აკადემიური საქმიანობის გარდა, ქალბატონ ტენრეიროს აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება ეკონომიკური პოლიტიკისა და ლიდერობის მიმართულებით. 2017-2023 წლებში იგი იყო ინგლისის ცენტრალური ბანკის (Bank of England) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გარე წევრი. კარიერის ადრეულ ეტაპზე მუშაობდა ეკონომისტად ბოსტონის ფედერალურ სარეზერვო ბანკში (Federal Reserve Bank of Boston) და იყო მავრიკის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრი. ამჟამად იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის საგარეო საკონსულტაციო ჯგუფის წევრია და კონსულტაციას უწევს წამყვან საჯარო და კერძო ინსტიტუტებს ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე.

იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ეკონომიკური მრჩევლისა და კვლევითი დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას 2026 წლის 10 აგვისტოდან დაიკავებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით უზბეკეთი $100 მილიონიანი დაფინანსებით ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემების მოდერნიზაციასა და სამუშაო ადგილების ზრდის ხელშეწყობას გეგმავს

05.11.2026.14:00

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარის სესხი, რომელიც უზბეკეთს ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ეფექტიანობისა და საიმედოობის გაზრდაში დაეხმარება. პროექტის ფარგლებში მოდერნიზებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში მოსალოდნელია დაახლოებით 11 700 დამატებითი და უფრო ხარისხიანი სამუშაო ადგილის შექმნის ხელშეწყობა.

ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემების მოდერნიზაციის პროგრამა მიზნად ისახავს ელექტროქსელის შესაძლებლობების გაფართოებას, რათა მან შეძლოს განახლებადი ენერგიის უფრო დიდი მოცულობის მიღება და მისი შინამეურნეობებისა და ბიზნესისთვის მიწოდება.

მსოფლიო ბანკის ჯგუფი პროგრამას აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად აფინანსებს, ორი ინსტიტუტის გლობალური სრული ურთიერთნდობის ჩარჩოს (Full Mutual Reliance Framework – FMRF) ფარგლებში. აღნიშნული მექანიზმი ითვალისწინებს პროგრამის მომზადებისა და ზედამხედველობის ერთიან მიდგომას, რაც მთავრობისთვის ტრანზაქციული ხარჯებისა და ადმინისტრაციული პროცედურების დუბლირების შემცირებას უზრუნველყოფს.

აზიის განვითარების ბანკმა უზბეკეთის მთავრობისთვის 200 მილიონი აშშ დოლარის სესხი 2026 წლის 30 სექტემბერს დაამტკიცა. მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ გამოყოფილ 100 მილიონ აშშ დოლართან და უზბეკეთის მთავრობის ბიუჯეტიდან გათვალისწინებულ 71 მილიონ აშშ დოლართან ერთად, პროგრამის დაფინანსების საერთო მოცულობა 371 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

უზბეკეთი 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის გენერაციის სიმძლავრის 25 გიგავატამდე გაზრდას გეგმავს, რაც უფრო ძლიერი და თანამედროვე ელექტროენერგეტიკული ქსელის განვითარებას მოითხოვს.

ქვეყნის ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი ათწლეულების წინ აშენდა, ხოლო მრავალი ქვესადგური გადატვირთულია, რაც იწვევს ელექტროენერგიის დანაკარგებსა და მიწოდების შეფერხებებს. აღნიშნული პრობლემები გავლენას ახდენს შინამეურნეობებზე, ბიზნესზე, სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებზე.

ეკონომიკის სწრაფი ზრდის ფონზე ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ქსელის მოდერნიზაციას ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცევს.

პროგრამას განახორციელებს სააქციო საზოგადოება „უზბეკეთის ეროვნული ელექტროქსელი“ (National Electric Grid of Uzbekistan – NEGU).

პროგრამა ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 60 მნიშვნელოვანი ელექტროქვესადგურის მოდერნიზაციასა და ციფრულ ტრანსფორმაციას, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის დანაკარგების შემცირებასა და ელექტრომომარაგების საიმედოობის გაუმჯობესებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა