მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კურიკის პორტში არაბული ინვესტიციის შედეგად, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონი ტონით გაიზრდება - ყაზახეთი

news image
mbc image

კურიკის პორტში მარცვლეულის ტერმინალის და მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის "სარჟას" მშენებლობის პროექტის სრული განხორციელება, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობას (შუა დერეფანი) წელიწადში 10 მილიონი ტონით გაზრდის.

ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით Report იუწყება, რომ Semurg Invest-ის გენერალურმა დირექტორმა ნურჟან მარაბაევმა დუბაის AD Ports Group-თან ამ პროექტზე თანამშრომლობის ძირითადი პირობების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მომავალი ტერმინალის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს დროებითი საწყობი, დასრულდა ორი ნავმისადგომის, მისასვლელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, მარცვლეულის ტერმინალის პირველი ეტაპი და ზოგადი ტვირთის ტერმინალი. მალე მოსალოდნელია პირველი ტვირის გადაზიდვა. 

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, AD Ports Group-ის რეგიონალურმა დირექტორმა აბდულაზიზ ზაიდ ალ-შამსიმ აღნიშნა, რომ საამიროს მხარე დაინტერესებულია კურიკის პორტთან თანამშრომლობით, რათა განახორციელოს ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინიციატივა საექსპორტო მარშრუტების განვითარებისთვის აზიის ცენტრალურ ნაწილში.

ვარაუდობენ, რომ სარჟას ტერმინალი 2025 წელს აშენდება და ექსპლუატაციაში შევა. ამავდროულად, სავარაუდო ხარჯები შეადგენს 154 მილიარდი ტენგეს (340,6 მილიონი აშშ დოლარი) კერძო ინვესტიციას.

სხვა საკითხებთან ერთად, აშენდება მარცვლეულის ტერმინალი, ნაყარი და ზოგადი ტვირთების ტერმინალი. ამავდროულად, მარცვლეულის ტერმინალის სიმძლავრე იქნება 1 მილიონი ტონა წელიწადში. შესაძლებელი იქნება  25 ათასი ტონა მარცვლეულის ერთჯერადად შენახვა.

ამასთან  "AD Ports Group" ფლობს და ოპერირებს 10 პორტსა და ტერმინალში UAE-ში.

კომპანია „სემურგ ინვესტი“ არის კურიკის პორტში მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალი „სარჟას“ მფლობელი და დეველოპერი. პროექტის მთლიანი დაგეგმილი გადატვირთვის სიმძლავრე შეადგენს 10 მილიონ ტონას წელიწადში.

შეგახსენებთ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მონაწილეობით  2014 წლის თებერვალში შეიქმნა. 

შემდგომ პროექტს შეუერთდნენ უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი. ამჟამად მარშრუტი ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპისკენ.

2022 წელს შუა დერეფნის გასწვრივ კასპიის ზღვის გავლით 1,5 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა. ტვირთების ტრანსპორტირება განხორციელდა ყაზახეთში კურიკისა და აქტაუს, აზერბაიჯანის ალიათისა და ჰოვსანის პორტებით. საკონტეინერო მიმოსვლის შედეგად გასულ წელს ყაზახეთის ექსპორტი შუა დერეფნის გასწვრივ წინა წელთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა