ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ ნავთობს მოიხმარენ - რეიტინგი
მსოფლიოში ყველაზე მეტ ნავთობს აშშ მოიხმარს. ირკვევა, რომ შეერთებული შტატები საკუთარი საჭიროებისთვის ერთ დღეში 20 მილიონ ბარელ ნავთობს მოიხმარს.
წარმოგიდგენთ ქვეყნებს, რომლებსაც ნავთობის ყველაზე დიდი მოხმარება აქვთ 1 დღეში:
1. შეერთებული შტატები - 21 მილიონი ბარელი;
2. ჩინეთი - 16 მილიონი ბარელი;
3. ინდოეთი – 5,1 მილიონი ბარელი;
4. იაპონია - 5 მილიონი ბარელი;
5. საუდის არაბეთი – 4 მილიონი ბარელი;
6. რუსეთი - 3,5 მლნ ბარელი;
7. კანადა – 3,2 მილიონი ბარელი;
8. სამხრეთ კორეა – 3 მილიონი ბარელი;
9. ბრაზილია - 2,8 მილიონი ბარელი;
10. გერმანია – 2,5 მილიონი ბარელი;
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.