ქვეყნები, სადაც საპენსიო ასაკი ყველაზე დაბალია - რეიტინგი
მსოფლიოში ყველაზე დაბალი საპენსიო ასაკი ინდონეზიაშია. ამ ქვეყანაში საპენსიო ასაკი ოფიციალურად 58 წელია.
რეიტინგში მეორე ადგილზეა ბანგლადეში, სადაც საპენსიო ასაკი 59 წელია. მესამე ადგილზე კი თურქეთია - საპენესიო ასაკი იქ 60 წელია.
ქვეყნების რეიტინგი საპენსიო ასაკის მიხედვით:
1. ინდონეზია - 58 წელი;
2. ბანგლადეში - 59 წელი;
3. თურქეთი - 60 წელი;
4. ჩინეთი-60 წელი;
5. ინდოეთი – 60 წელი;
6. სამხრეთ აფრიკა - 60 წელი;
7. სამხრეთ კორეა - 60 წელი;
8. საუდის არაბეთი - 60 წელი;
9. ვიეტნამი - 60,5 წელი;
10. შვედეთი - 62 წელი.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.