Lukoil-ი SOCAR-ს კრედიტს გამოუყოფს
რუსული ნავთობკომპანია Lukoil აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიაზე (SOCAR) $1,5 მილიარდის სესხს გასცემს.
გარდა ამისა, Lukoil-ი დაიწყებს რუსული ნედლი ნავთობის მიწოდებას STAR-ის გადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც წარმოადგენს SOCAR-ის აქტივს თურქეთში.
ამჟამად საწარმოს გადამუშავების სიმძლავრე დღეში 200 ათასი ბარელი ნავთობია.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში STAR-მა საერთაშორისო ფინანსური სანქციების გამო რუსეთთან ვაჭრობის სირთულეების გამო რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი შეწყვიტა და ის ყაზახური KEBCO ნავთობით ჩაანაცვლა.
ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ Urals-ის ნავთობის შესყიდვები დღეში 50 ათას ბარელზე შეამცირა. იმავდროულად, 2022 წელს შესყიდვების მოცულობამ საშუალოდ 100 ათასი ბარელი ნავთობი შეადგინა.
შეთანხმების თანახმად, Lukoil ოქტომბრიდან დაიწყებს STAR-ის გადამამუშავებელი ქარხნისთვის დღეში დაახლოებით 100 ათასი ბარელი Urals-ის ნავთობის მიწოდებას. ეს კი წარმოადგენს STAR ქარხნის გადამუშავების სიმძლავრის ნახევარს.
სამი ნავთობტანკერი Azure Celeste, Ocean Faye და Sea Fidelity პრიმორსკიდან თურქეთის მიმართულებით სექტემბრის ბოლოს გავიდა - ოქტომბრის დასაწყისში 100 ათასი ტონა Urals-ის ნავთობის ჩატვირთვის შემდეგ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ახალი კონტრაქტით მიწოდების პირველი პარტიაა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.