Maersk-მა 2026 წლის ფინანსური პროგნოზი ძლიერი მოთხოვნის ფონზე გააუმჯობესა
საზღვაო გადაზიდვების კომპანია Maersk-მა ორშაბათს, კონტეინერული გადაზიდვების ბაზარზე, განსაკუთრებით აზიაში, ძლიერი მოთხოვნის ფონზე, 2026 წლის ფინანსური პროგნოზი გააუმჯობესა.
კომპანიის განცხადებით, EBITDA-ის პროგნოზი 4.5 - 7 მილიარდი დოლარიდან 8 - 10 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ამასთან, კორექტირებული EBIT-ის პროგნოზი 2026 ფინანსური წლისთვის 2 - 4 მილიარდ დოლარამდე განახლდა.
სხვა სიახლეები
11.08.2026.21:08
ADB-მ მონღოლეთში ახალი ქვეყნის დირექტორი დანიშნა
11.08.2026.13:00
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) მონღოლეთში ახალი ქვეყნის დირექტორი დანიშნა. მან თანამდებობის შესრულება დღეს დაიწყო.
ჯონ ჯუჰიუნ ჯეონგი უხელმძღვანელებს ADB-ის საქმიანობას მონღოლეთში, მათ შორის 2025–2028 წლებისთვის შემუშავებული ქვეყნის პარტნიორობის სტრატეგიის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს მონღოლეთის ძალისხმევის მხარდაჭერას დივერსიფიცირებული, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.
მას 17 წელზე მეტი ხნის პროფესიული გამოცდილება აქვს, მათ შორის 9 წელი ADB-ში. ბოლო პერიოდში ის ADB-ის პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის პოზიციას იკავებდა და ინსტიტუციურ პრიორიტეტებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე სტრატეგიულ კონსულტაციებსა და მხარდაჭერას უზრუნველყოფდა.
მანამდე ის ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტში აგრობიზნესის მიმართულებით კერძო სექტორის საინვესტიციო პროექტებს ხელმძღვანელობდა, მათ შორის მონღოლეთშიც.