მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Maersk-მა ბიოსაწვავის პირველი გემი წარმოადგინა

news image
mbc image

მსოფლიოს უდიდესმა საზღვაო ტვირთების გადამზიდავმა, დანიურმა კომპანია Maersk-მა წარმოადგინა თავისი პირველი გემი, რომელიც ბიოსაწვავზე მუშაობს. გემს ორი ძრავ აქვს, ერთი მუშაობს დიზელის საწვავზე, მეორე კი მეთანოლზე.

Report-ის თანახმად, Maersk ამბობს, რომ ასეთ საწვავზე მუშაობისას გემი დღეში 100 ტონა ნახშირორჟანგზე ნაკლებს გამოყოფს, ვიდრე ჩვეულებრივ დიზელზე მომუშავე გემი. გუშინ მეთანოლზე მომუშავე გემმა თავისი პირველი მოგზაურობა კოპენჰაგენის ზონაში განახორციელა

Maersk-მა გემი 2021 წელს შეუკვეთა. კომპანიის გენერალური დირექტორის, ვინსენტ კლერკის თქმით, მაშინ ეს იყო პირველი შეკვეთა. მას შემდეგ სხვადასხვა კომპანიებმა მეთანოლზე მომუშავე 125 ასეთი გემი შეუკვეთეს.

თავად Maersk-ს 2024 წლისთვის უკვე 25 ასეთი გემი უნდა ჰყავდეს. კომპანიამ ასევე უკვე გააფორმა 9 ხელშეკრულება მწვანე მეთანოლის მწარმოებლებთან მისი მიწოდების სტიმულირებისთვის.

Maersk-მა ადრე განაცხადა, რომ გეგმავს ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევას 2040 წლისთვის.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა