Marriott-მა წლიური შემოსავლის ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა
სასტუმროების ოპერატორმა Marriott International-მა ნომრების წლიური შემოსავლის ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა, რადგან ვარაუდობს, რომ აშშ-ში ძლიერი სამოგზაურო მოთხოვნა მის ობიექტებზე ჯავშნებს გაზრდის.
რთული წლის შემდეგ, როდესაც ინფლაციამ და ეკონომიკური ზრდის შესახებ შეშფოთებამ მომხმარებლების ბიუჯეტებზე ზეწოლა მოახდინა, აშშ-ის ტურისტული სექტორი კვლავ იბრუნებს იმპულსს - აღნიშნული წარმოადგენს ტენდენციას, რომელიც ავიაკომპანიების ბოლო ფინანსურ შედეგებშიც აისახა.
კომპანია 2026 წელს ხელმისაწვდომ ნომერზე შემოსავლის სასტუმრო ინდუსტრიის მნიშვნელოვანი მაჩვენებლის, რომელიც ფასების განსაზღვრის ძალის ინდიკატორად ითვლება 2%-დან 3%-მდე ზრდას ელოდება, მაშინ როცა ადრე 1.5%-დან 2.5%-მდე ზრდას პროგნოზირებდა.
ამ სიახლეების ფონზე Marriott International-ის აქციები დაახლოებით 2%-ით გაიზარდა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.