მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.9
-0.0084
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.884
0.003
flag
EUR 2.9128
-0.0146
flag
GBP 3.4633
-0.0043
flag
KZT 57.46
0.0005
flag
TRY 0.0524
-0.0001
flag
USD 2.5979
-0.0003
news banner

მასატო კანდა ADB-ის პრეზიდენტად მეორე ხუთწლიანი ვადით აირჩიეს

news image
mbc image

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასატო კანდამ ADB-ის მმართველთა საბჭოს წევრებისგან მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევისას ერთხმიანი მხარდაჭერა მიიღო. მისი ახალი, ხუთწლიანი ვადა 2026 წლის 24 ნოემბერს დაიწყება.

ბატონი კანდას ADB-ის მე-11 პრეზიდენტად პირველად 2024 წლის 27 ნოემბერს აირჩიეს, ხოლო თანამდებობა 2025 წლის 24 თებერვალს დაიკავა. იგი თავისი წინამორბედის, მასაცუგუ ასაკავას, დარჩენილი ვადის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

„ღრმად მადლიერი და პატივისცემით აღვსილი ვარ იმ ნდობისთვის, რომელიც ჩვენმა წევრებმა ამ მნიშვნელოვანი ეტაპზე გამომიცხადეს, როდესაც ჩვენი რეგიონის ისტორია კრიტიკულ მომენტშია. აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონს ახალი შოკები უკვე მაშინ შეეხო, როდესაც ეკონომიკებს წინა კრიზისების გავლენისგან სრულად აღდგენაც კი არ ჰქონდათ დასრულებული, ხოლო საერთაშორისო წესრიგი ბოლო თაობების განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე დგას“, - განაცხადა ბატონმა კანდამ.

„ADB რეგიონში სტაბილურობის საყრდენი უნდა იყოს. თუმცა სტაბილურობა უმოქმედობას არ ნიშნავს. ჩვენ სწრაფად და იმ მასშტაბით უნდა მოვახდინოთ რესურსების მობილიზება, რაც ჩვენს წევრებს სჭირდებათ რათა დღეს დავიცვათ ადამიანები და ამავდროულად მომავალ თაობას უკეთესი მომავლის შექმნაში დავეხმაროთ“, - აღნიშნა მან.

მას შემდეგ, რაც ბატონმა კანდამ თანამდებობა დაიკავა, ADB-მა წევრი ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გააფართოვა მრავალმხრივი კრიზისების ფონზე. 2025 წელს ADB-ის მიერ გაწეულმა მხარდაჭერამ რეკორდულ 44 მილიარდ დოლარს მიაღწია, მათ შორის 29 მილიარდ დოლარზე მეტი საკუთარი რესურსებიდან, ხოლო თითქმის 15 მილიარდი დოლარი თანადაფინანსების სახით.

ADB-ის წესდებაში განხორციელებულმა ისტორიულმა ცვლილებამ ბანკის წლიური დაფინანსების შესაძლებლობების 50%-ით გაზრდას გაუხსნა გზა, რის შედეგადაც ADB-ის საკუთარი რესურსებიდან წლიური დაფინანსების მოცულობამ შესაძლოა 36 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.

ADB-ში გაწევრიანებამდე ბატონი კანდა 2024–2025 წლებში იაპონიის პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის სპეციალური მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. 2021–2024 წლებში იგი იაპონიის ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო საერთაშორისო საკითხებში და იაპონიას წარმოადგენდა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებში, მათ შორის დიდი შვიდეულისა (G7) და დიდი ოცეულის (G20) ფორმატებში.

აზიის განვითარების ბანკი (ADB) არის წამყვანი მრავალმხრივი განვითარების ბანკი, რომელიც აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მდგრად, ინკლუზიურ და მედეგ ეკონომიკურ ზრდას უჭერს მხარს. წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით, ADB კომპლექსური გამოწვევების ერთობლივად გადაჭრის მიზნით ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიულ პარტნიორობებს იყენებს, რათა გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება, განავითაროს ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას პლანეტა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image საიმედო ელექტრომომარაგება ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ვალდებულებაა, რომელიც თანამედროვე ეკონომიკამ საკუთარი მოსახლეობის წინაშე უნდა შეასრულოს - ADB-ის პრეზიდენტი

20.10.2026.13:00

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასატო კანდა უზბეკეთის ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა 200 მილიონი აშშ დოლარის სასესხო შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ქვეყნის ელექტროენერგიის განაწილების სისტემის მოდერნიზაციას, ელექტროენერგიის დანაკარგების შემცირებასა და მზარდი მოთხოვნის პირობებში ელექტრომომარაგების საიმედოობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

„საიმედო ელექტრომომარაგება ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ვალდებულებაა, რომელიც თანამედროვე ეკონომიკამ საკუთარი მოსახლეობის წინაშე უნდა შეასრულოს. ეს შეთანხმება უზბეკეთს დაეხმარება აღნიშნული ვალდებულების შესრულებაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდის პირობებში, უფრო ძლიერი ქსელების განვითარებით, რომლებიც მოემსახურება ოჯახებს, ბიზნესებსა და საჯარო დაწესებულებებს და უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიის უფრო დიდი მოცულობის ინტეგრირებას“, - განაცხადა მასატო კანდამ.

ელექტროენერგიის განაწილების სისტემების მოდერნიზაციის პროგრამა (Modernization of Electricity Distribution Systems Program) ითვალისწინებს უზბეკეთის მასშტაბით 60 კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტროგამანაწილებელი ქვესადგურის განახლებასა და ქსელის მართვის გასაუმჯობესებლად ციფრული სისტემების დანერგვას.

აღნიშნული პროგრამა ADB-ის პირველი ენერგეტიკული ოპერაციაა ADB-ისა და მსოფლიო ბანკის სრული ურთიერთნდობის ჩარჩოს (Full Mutual Reliance Framework) ფარგლებში. ამასთან, ეს არის უზბეკეთის ენერგეტიკის სექტორში შედეგებზე დაფუძნებული დაკრედიტების პირველი ოპერაცია.

უზბეკეთის ელექტროენერგეტიკული ქსელი მზარდი დატვირთვის წინაშე დგას, რასაც ეკონომიკის გაფართოება, ქალაქების ზრდა და შინამეურნეობების მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარების მატება განაპირობებს.

მოსალოდნელია, რომ ინვესტიციები ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის დანაკარგებისა და ტრანსფორმატორების გადატვირთვის შემცირებას, ელექტრომომარაგების საიმედოობის გაუმჯობესებას, სულ მცირე 3.3 გიგავატი განახლებადი ენერგიის სიმძლავრის ინტეგრირებას, ასევე სათბურის აირების ემისიების შემცირებას წელიწადში თითქმის 23 000 ტონა CO₂-ის ეკვივალენტით.

პროგრამა ეფუძნება ADB-ის მრავალწლიან მხარდაჭერას უზბეკეთის ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სისტემების განვითარების მიმართულებით. 2010 წლიდან ბანკმა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორისთვის 3.4 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსება და გარანტიები გამოყო.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს ელექტროენერგიის გადაცემის ეროვნული კომპანიის ტექნიკური კომპეტენციების, მართვის სისტემებისა და ფინანსური კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას. ამასთან, ხელი შეეწყობა თანამშრომელთა პროფესიულ გადამზადებასა და ენერგეტიკის სექტორში ქალთა მონაწილეობის ზრდას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა