Maserati ბრენდის სტრატეგიულ გარდაქმნამდე პროდუქციის ხაზს ანახლებს
Maserati-მ ხუთშაბათს თავისი GranTurismo, GranCabrio და Grecale მოდელების განახლებული ვერსიები წარადგინა, დეკემბერში დაგეგმილი კაპიტალის ბაზრების დღის წინ, რომლის მიზანიც პრემიუმ ბრენდისთვის ახალი სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრაა.
გასულ თვეში, Stellantis-ის ბიზნესგეგმის წარდგენისას, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმაგანაცხადა, რომ ავტომწარმოებელი „Maserati-ის, როგორც წმინდა პრემიუმ ბრენდის, გაძლიერებას გეგმავს. მისი თქმით, ეს სტრატეგია ასევე მოიცავს ორი ახალი ავტომობილის გამოშვებას.
Maserati-ის განახლებული მოდელების წარდგენა სწორედ იმ ფონზე ხდება, როდესაც კომპანია ახალი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და პოზიციონირების გაძლიერებაზე მუშაობს.
კომპანიის სამომავლო მოდელებს შორის იქნება Grecale-ის სრულიად ახალი თაობის SUV-იც, რომლის გამოშვება 2027 წლისთვის იგეგმება.
Maserati-ის ავტომობილების ფასები ევროპაში დაახლოებით €80,000-დან (92,700 აშშ დოლარის ეკვივალენტი) იწყება, ხოლო აშშ-ში საწყისი ფასი დაახლოებით 80,000 დოლარს შეადგენს.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.