მასკმა ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის არსებობისთვის პოტენციურ საფრთხედ დაასახელა
SpaceX-ის, Tesla-სა და სოციალური ქსელის X-ის (ყოფილი Twitter) მფლობელი ილონ მასკი ხელოვნურ ინტელექტს (AI) კაცობრიობის არსებობის პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს.
ამის შესახებ მან სააგენტო PA Media-ს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ დიდ ბრიტანეთში გამართულ საერთაშორისო სამიტზე განუცხადა.
„პირველად ვდგავართ ისეთი სიტუაციის წინაშე, როდესაც არის რაღაც, რაც შეიძლება ჩვენს შორის ყველაზე ჭკვიანი გახდეს. ჩვენ არ ვართ ძლიერები და სწრაფები, ვიდრე სხვა არსებები, მაგრამ ვართ უფრო ჭკვიანები და ახლა პირველად კაცობრიობის ისტორიაში გამოჩნდა რაღაც რაც ჩვენზე მნიშვნელოვნად ჭკვიანი იქნება.
დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ მსგავსი რამ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მას კაცობრიობისთვის მომგებიანი მიმართულებით ვუბიძგოთ", - თქვა მილიარდერმა. „მე მჯერა, რომ ეს არის ერთ-ერთი ეგზისტენციალური რისკი, რომელთანაც საქმე გვაქვს და პოტენციურად ყველაზე აქტუალურია თუ ხელოვნური ინტელექტის განვითარების დროს და ტემპს მივაქცევთ ყურადღებას“.
იმის აღიარებით, რომ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობისთვის „ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა“, მასკმა სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგია შეადარა მახვილს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ბოროტებისთვის, ასევე სიკეთისთვის.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.