მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მასკმა Twitter-ი $20 მილიარდად შეაფასა, რაც კომპანიის შესყიდვის ღირებულებაზე 2,5-ჯერ ნაკლებია

news image
mbc image

ილონ მასკმა Twitter-ის თანამშრომლებს კომპანიის აქციებისთვის, დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების გრანტები შესთავაზა. იტყობინება The Information წყაროზე დაყრდნობით, რომელიც თანამშრომლებისთვის მასკის მიერ გაგზავნილ ელ.წერილს იცნობს. .

შეგახსენებთ, რომ მასკმა Twitter-ი $44 მილიარდად შეიძინა. სოციალური ქსელის ღირებულება შეძენის შემდეგ, მისი მფლობელის თქმით, დაახლოებით 2,5-ჯერ დაეცა, მაგრამ მაინც ბევრად აღემატება Twitter-ის კონკურენტების საჯარო საბაზრო შეფასებას.

მასკი ვარაუდობს, რომ Twitter-ის შემოსავალი ამ წელს $3 მილიარდზე ნაკლები იქნება და ბიზნესის სავარაუდო ღირებულება $33 მილიარდს შეადგენს.

Twitter-სა და Musk-ს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

შედარებისთვის, Twitter-ის უახლოესი კონკურენტები საჯარო ბაზარზე ციფრულ რეკლამაში, Snap, Pinterest და Meta Platforms, საშუალოდ 4,5-ჯერ უფრო სწრაფად ვაჭრობენ.

2022 წლის ნოემბრის დასაწყისში მასკმა Twitter-ის 7500 თანამშრომლის ნახევარზე მეტი გაათავისუფლა. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2022 წლის ბოლოდან მსხვილ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს მასობრივი გათავისუფლების ტალღა მოიცავთ . პერსონალის შემცირების შესახებ ასევე გამოაცხადეს Microsoft-მა, კრიპტო ბირჟა Coinbase-მა, Meta-მ, Amazon-მა, Netflix-მა და სხვა კომპანიებმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა