Mastercard-მა ძლიერი კვარტალური შედეგები დააფიქსირა
Mastercard-მა მოსალოდნელზე მაღალი მოგება აჩვენა და ამით საგადახდო სისტემების უმსხვილესი კომპანიების წარმატებული კვარტალი დაასრულა. მაღალი ინფლაციისა და ეკონომიკური გაურკვევლობის მიუხედავად, სამომხმარებლო ხარჯები მდგრადობას ინარჩუნებს.
ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში გამართულ სავაჭრო სესიაზე, Mastercard-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო მისი კონკურენტების, Visa-სა და American Express-ის აქციები დაახლოებით 2%-ით გაძვირდა.
შრომის ბაზრის სტაბილურობამ და ხელფასების კვლავ მაღალმა ზრდამ ხელი შეუწყო მიმდინარე კონფლიქტის შედეგად ბენზინის ფასების მკვეთრი მატებისა და ცხოვრების გაძვირების უარყოფითი გავლენის შერბილებას.
Mastercard-ის საგადახდო ქსელი, მისი კონკურენტი Visa-ს მსგავსად, მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიას მოიცავს. ეს გლობალური მასშტაბი კომპანიას ეკონომიკური ვარდნის უარყოფითი გავლენისგან გარკვეულწილად იცავს, რადგან მილიარდობით მომხმარებელი ყოველდღიური შესყიდვებისთვის მის საგადახდო ქსელს იყენებს.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.