Mastercard-ს ახალი CFO ჰყავს - დეტალები
Mastercard-მა ფინანსურ დირექტორად (CFO) ლინგ ჰაი დანიშნა. აღნიშნული ცვლილება განხორციედა მასშტაბური შიდა რეორგანიზაციის ფარგლებში, რომელსაც კომპანია მენეჯმენტის სტრუქტურის გადახედვის მიზნით ახორციელებს.
რეორგანიზაცია, რომელიც 3 აგვისტოდან ამოქმედდება, მიზნად ისახავს მომხმარებელზე ორიენტირებული ოპერაციების გაძლიერებას ერთიანი ხელმძღვანელობის ქვეშ და ბაზრებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას.
ახალ CFO-ს საერთაშორისო ოპერირების დიდი გამოცდილება აქვს, მანამდე ხელმძღვანელობდა Mastercard-ის საქმიანობას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.
სხვა სიახლეები
რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ - მთავრობის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება l პაველ დუროვი
24.07.2026.12:24
„ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამსდა საქართველოს მთავრობის ბიზნესპოლიტიკასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უსვამს ხაზს.
„რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ქვეყანა ცნობილია თავისი თბილი ხალხით, უძველესი კულტურით, ადგილობრივი სამზარეულოთი და განსაცვიფრებელი პეიზაჟებით. თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება. მთავრობის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება. ქვეყნის ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და წლიურად კვლავ 8%-ით იზრდება. საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები მოგების გადასახადს არ იხდიან (0%), დივიდენდებსა და ხელფასებზე კი მხოლოდ 5%-იანი გადასახადი მოქმედებს. საქართველო, როგორც ტურისტული და ბიზნესმიმართულება, სერიოზულად დაუფასებელია. ძალიან მალე დავბრუნდები!“ - განაცხადა დუროვმა.