Mercedes-Benz აშშ-ში 144 000 ავტომობილს უკან გაიწვევს - მიზეზები
Mercedes-Benz აშშ-ში 144,049 ავტომობილს უკან გაიწვევს ინსტრუმენტული პანელის (ე.წ ,,დისპლეის”) პრობლემების გამო, - აცხადებს აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია (NHTSA).
გაწვევის ფარგლებში ავტომობილთა რაოდეობა დაფარავს 2024–2026 წლების გარკვეულ მოდელებს: Mercedes-AMG GT, Mercedes-Benz C-Class, Mercedes-Benz E-Class, Mercedes-Benz SL, Mercedes-Benz CLE და Mercedes-Benz GLC.
რეგულატორის ინფორმაციით, პრობლემა უკავშირდება საინფორმაციო სისტემის საკონტროლო ერთეულს, რომელიც ნავიგაციასა და მულტიმედიურ ფუნქციებს მართავს. შესაძლებელია, რომ მოძრაობის დროს სისტემა გადაიტვირთოს და შედეგად მანქანის მთავარი ეკრანი გათიშოს.
სხვა სიახლეები
SAP ძვირადღირებულ AI მოდელებს უფრო იაფი ალტერნატივებით ანაცვლებს და €2 მილიარდზე მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღებას გეგმავს
03.11.2026.14:00
გერმანული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია SAP-ი, რომლის პროდუქტებსაც მსოფლიოს მრავალი უმსხვილესი კომპანია იყენებს, საკუთარ სისტემებში ინტეგრირებულ ძვირადღირებულ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს უფრო იაფი ალტერნატივებით ანაცვლებს. კომპანიის მოლოდინით, აღნიშნული ცვლილება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ეფექტიანობის გაუმჯობესების შედეგად 2 მილიარდ ევროზე მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღებას შეუწყობს ხელს.
SAP-ი იყენებს ხელოვნური ინტელექტის 70-ზე მეტ მოდელს, მათ შორის OpenAI-ის, Anthropic-ისა და Google-ის მიერ შემუშავებულ მოდელებს. კომპანია სულ უფრო ხშირად ირჩევს ყველაზე დაბალფასიან მოდელს, რომელსაც კონკრეტული ამოცანის შესრულება ხარისხის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეუძლია. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გაფართოების პარალელურად, კომპანია ამ მიმართულებით საერთო ხარჯების ზრდას კვლავ ელოდება.